ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიცილაური ცერემონია გაიმართა
ერთობლივ პრესკონფერენციამდე ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიცილაური ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
