12 ქართველი ავტომრბოლელი Fia Motosport-ზე
საფრანგეთის ქალაქ მარსელში "ფია მოტოსპორტ გეიმსის" გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოს თამაშებზე საქართველოდან 12 ავტომრბოლელი შვიდ სარბოლო დისციპლინაში გამოვა. პოლ რიკარის ტრეკზე ქართველი სპორტსმენები დღეს 4 დისციპლინაში იასპარეზებენ.