სამცხე-ჯავახეთში ინფოტური გაიმართა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში ინფოტური გაიმართა. ტურის მონაწილეებმა ისტორული ღირსშესანიშანობები დაათვალიერეს, ასევე ტუროპერატორებმა სარო-ნოჯგორის სალაშქრო ბილიკი გაიარეს. სტუმრები ადგილობრივ მარნებშიც იმყოფებოდნენ, სადაც მესხური ღვინო და ადგილობრივი კერძები გასინჯეს.
