უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, შაბათს კი დაკრძალავენ.
