დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, პირველადი ვერსიით დეპუტატის გარდაცვალების მიზეზად სუიციდი სახელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. სხვა დეტალები უცნობია.
