პრემიერი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს უკვე შეხვდა. საუბარი შეეხო პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით.
