უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთმა ბირთვული წვრთნა დაიწყო
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთმა ბირთვული წვრთნა დაიწყო. სტრატეგიული შეკავების ძალების სწავლების შესახებ მოსკოვმა ვაშინგტონი უკვე გააფრთხილა. პარალელურად, მიმდინარეობს ბირთვული შეკავების მიზნით ნატოს ძალების სწავლებაც. უკვე სამი დღეა მოსკოვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ კიევი ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის საკუთარ ტერიტორიაზე გამოყენებას გეგმავს. დასავლეთი კი, რუსულ ბრალდებებს აბსურდულს და შანტაჟს უწოდებს.
