საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე ტოვებს. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. ინფლაციამ სექტემბერში 11.5% შეადგინა. ითქვა, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას , გვენეტაძის ინფორმაციით, პირველი რვა თვის საშუალო ზრდამ 10.3% შეადგინა.
