რა მოხდა თბილისში სპორტულ ცენტრ "იმედის" საცურაო აუზზე
რა მოხდა თბილისში სპორტულ ცენტრ "იმედის" საცურაო აუზზე ? სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, მერი გამოეხმაურა . კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვიდეო გადაღებულია არა აუზის ქიმიურად დამუშავების დროს , არამედ მაშინ, როდესაც სპეციალისტები აუზიდან წყლის სინჯს იღებდნენ . მერი ასვე სიცრუეს უწოდებს ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუზზე მწვრთნელი და ბავშვები მოიწამლნენ. დღესვე როგორც მერიაში ასევე დედაქალქის საკრებულოში შესაბამისი დასკვნა წარმოადგინეს, რომელიც ადასტურებს, რომ წყალში ქლორისა და ფიეიჩის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
