საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიის შემდეგ, შეხვედრებს სლოვაკეთში გამართავს
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიის შემდეგ, შეხვედრებს სლოვაკეთში გამართავს. ევროკავშირის ქვეყნების პარტნიორებთან საუბრის მთავარი თემა, საქართველოს ევროინტეგრაციაა. მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებს , ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის იმპლემენტაციას და იმ მოლოდინებს გააცნობს, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით აქვს.
