სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს
სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გახსნეს . კონფერენციის მიზანია, განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორთა ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ.
