ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს
ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს. შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი სწორედ რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება
