კიევის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, საქართველო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს
კიევის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, საქართველო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს . ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და მუდმივი – „ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, რადგან ჩვენი ისტორიული რეგიონები, დიდი ხანია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.’’ – წერს შალვა პაპუაშვილი
