მოსკოვი კიევს ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენების მცდელობაში ადანშაულებს
მოსკოვი კიევს ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენების მცდელობაში ადანშაულებს. ამ ბრალდების საფუძველზე უკრაინაში ვარაუდობენ, რომ კრემლი მორიგ პროვოკაციულ გეგმას ამზადებს. ვიდრე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, უკრაინაში გამორიცხავენ, რომ კრემლის ლიდერებთან დიალოგი დაიწყოს. ომის 245-ე დღეს ოკუპანტთა სამიზნე დნეპროპეტროვსკი გახდა. სარაკეტო იერიშებს, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ფეხმძიმე ქალიცაა.
