ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა
„სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება“- ამ სიტყვების რეალობად ქცევას დიდმა ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. დღეს ამ ტრადიციის გასაგრძელებლად ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა. მისი უმთავრესი მისია სხვადასხვა პროგრამით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში, რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობაა. თბილისში, აბანოთუბნის ქუჩაზე კი, სახლი, სადაც „ქართული ხმების შემგროვებელი“ ცხოვრობდა, სამუზეუმოდ მზადდება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
