საქართველოს გზავნილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე
„საქართველოს უკრაინის გვერდით დგას და ამ გზას არ გადაუხვევს“ - პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა 45 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოისმინეს. შალვა პაპუაშვილმა ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეას მიმართა და ქვეყნის სახელით ომში მყოფი სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატი გასულ წელს უკრაინის ინიციატივით შეიქმნა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
