მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება
მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე იმ პირებზე ვრცელდება, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
