„ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ - საერთაშორისო კონფერენცია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა გახსნა
კონფერენცია თბილისის მერიის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და საქართველოში შესაბამისი პოლიტიკის ფორმირების პროცესზე.
