ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ
მისი თქმით, არის საშულება, რომ კონსულტაციები აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის გაიმართოს. პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ მიესალმება სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მშვიდობიან პოლიტიკას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
