აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის პარალელურად, განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ
განცხადებაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო და სურვილის მიუხედავად, შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ვერ შედგა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, ეს განცხადება არის იმის დასტური, რომ პრეზიდენტის და მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური გზები აცდენილია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს გამოვიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. მათივე თქმით, სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, თანასწორი ლიდერები სწორედ ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი არაიან.
