ნედ პრაისის განცხადება - შეფასებები
უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი აცხადებს, რომ ამ თემაზე ჯობს უკრაინამ ისაუბროს. ნედ პრაისმა უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე არ ისაუბრა და ყურადღება ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ მოწოდებულები არიან, იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან. ნედ პრაისის ამ პასუხის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აშშ- დან სანქციებს ელოდებიან, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ ამ მოლოდინის უკან კონკრეტული ინფორმაცია არ დგას.
