მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.
