პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტში შედის.
