შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ყირიმის პლატფორმის სამიტზე
24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლოდველებსა და უკრაინელებს, ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველი ხალხი მსგავი თავდასხმების მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, ისევე 1990-იან წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ რუსული ტანკები როგორ ანადგურებნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან, ხოცვა-ჟლეტასა და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები, თვეებისა და წლების განმავლობაში როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი უდნა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“, - შალვა პაპუაშვილმა.
