საქართველოში ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დაიწყო
მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში. დღეს ხელი მოეწერა თანადაფინანსების ხელშეკრულებასაც.
