აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია
ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან ერთად გააცილა. ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა ფოტოასლებიც დაათვალიერეს. „შატო მუხრანში“ ოფიციალური სადილიც გაიმართა.
