რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიულ ტური გაიმართა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიულ ტური გაიმართა. ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.
