მედიაწიგნიერების კვირეული
ComCom-მმა მედიაწიგნიერების კვირეული სტუდენტებთან საგანმანათლებლო ღონისძიებით გახსნა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიააკადემიაში სიმულაციური თამაში ჩაატარა. 24-28 ოქტომბერს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში, რომლებშიც ჩართულები იქნებიან მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები.
