საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ინფრომაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთიდან საქართველოში, 12 დასახელების მედიკამენტი ხოლო საქართველოს მოქალაქემ დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
