საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
წინანდალში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მსჯელობენ ელექტრონულ არჩევნებზე. ორგანიზატორების განცხადებით, ელექტრონული აპარატურით არჩევნების ჩატარება საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ასევე შეხვედრაზე განიხილება დეზინფორმაცია და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზები.
