ვითარება უკრაინაში
უკრაინაში, გერმანიის პრეზიდენტი ჩავიდა. ის ვოლოდიმირ ზელინსკის შეხვდება. რაც შეეხება ვითარებას, აქტიური საბრძოლო მოქმედებებია დონბასში. საოკუპაციო ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქვეყნის სამხრეთითაც.