ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ავსტრიაში შეხვედრებს განაგრძობს
ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროპული რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ავსტრიაში შეხვედრებს განაგრძობს. მაკა ბოჭორიშვილი სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ავსტრიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ფედერალურ საბჭოში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარესთან.
