აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან ერთად გააცილა. ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება.
