სვანური სახლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება. რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული სვანური საცხოვრისი- მაჩუბი, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. მუზეუმში ამ დრომდე მხოლოდ კოშკი იდგა. რამდენიმე საუკუნის სვანური სახლის თბილისში გადმოტანით, მუზეუმის დამფუძნებლის, გიორგი ჩიტაიას პროექტის დასრულების პროცესი დაიწყება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
