ბრიტანეთის ახალ პრემიერად რიში სუნაკი აირჩიეს
ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ, ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ მინისტრი აირჩია. 200-მდე დეპუტატის მხარდაჭერა რიში სუნაკს ერგო . ყოფილი კანცლერი ლიდერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა აღმოჩნდა. რიში სუნაკი გაერთანებული სამეფოს მთავრობას ქვეყანაში არსებული ენერგო კრიზისის, ინფლაციისა და პოლიტიკური არამდგრადობის ფონზე ჩაუდგება სათავეში.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
