ნიკა გვარამიას ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაასრულა
ნიკა გვარამიას ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილების გამოცხადების ზუსტი თარიღი, უცნობია. ცნობილია მხარეთა პოზიციები. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ უდანაშაულოა, საქმე კი პოლიტიკური. სამართლებრივი შეფასების გარდა, ტრადიციულად, იყო პოლიტიკური გზავნილებიც. გვარამიამ საზოგადოებას აქტიურობა დაუწუნა.
