მშენებლობა ატენის ქუჩაზე
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვა, წარმოუდგენლად მაღალი კოეფიციენტით, ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გასცა. სოხაძის თქმით, გამოითქვა ეჭვი, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა კორუფციული გარიგება არსებობდეს. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადების ავტორებს მოუწოდა, შესაძლო კორუფციული გარიგებები წინა ხელისუფლებასთან გაარკვიონ.
