აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დილიდან, პრემიერ მინისტრთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დილიდან, პრემიერ მინისტრთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი. ორი ქვეყნის ლიდერებმა, პირისპირ შეხვედრის დროს განხილული საკითხები შეაჯამეს. პრესკონფერენციაზე, ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებზე.
