მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ
მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას აკრიტიკებს და ევროპული რეკომენდაციის დარღვევად აფასებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს და ოპოზიციის მხრიდან სასამართლოზე შეტევას, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი აქვს.
