შალვა პაპუაშვილის მიმართვა ტინი კოქსს
საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე პარლამენტის თავმჯდომარემ წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გაუგზავნა. შალვა პაპუაშვილი წერს რომ რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი საქართველოს სრული სოლიდარობის მიუხედავად, სააკაშვილზე ცვლილების დამტკიცებამ დელეგაციის წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა არ მისცა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ ტექსტში დამატება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას, ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. შალვა პაპუაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილზე სწორედ ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენა.
