„ემეგობრე პოლიციას“
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გრძელდება. ბორჯომის ცენტრალურ პარკში მისული სტუმრები ეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეც ტექნიკა და აღჭურვილობა. მოზარდები სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.
