„ღვინის დღეები საქართველოში“
დღეს პრემიერის ინიციატვით დაგეგმილი ღვინის დღეების დასკვნითი ეტაპია. ეს ფესტივალი სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქებში ჩატარდა, ჩვენ ყურადღება ყვარელზე შევაჩერეთ, სადაც 50-ზე მეტმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. რა თქმა უნდა იყო დეგუსტაცია და იყო მასტერკლასებიც, ამჯერად ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდისა და პურის გამოცხობის. კახა კუპატაძე გაგვიზიარებს შეფასებებს ღვინის დღეებიდან.
