რთველი რაჭაში
კაცობრიობამ ღვინო იმდენად საკუთარი კულტურის ნაწილად შეითვისა, რომ მის გარეშე სამყარო უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩვენ შემთხვევაშკი კი - იდენტობაც და ეკონომიკაც. გზა, რომელსაც ღვინო ვაზის მტევნიდან ბოკალამდე გადის მთელი ხელოვნებაა, თავისი უამრავი და განსხვავებული დეტალით. ამიტომაცაა, რომ ყველა კარგი ღვინო ერთნაირი არ არის. თუკი ღვინოს აქვს ინდივიდუალიზმი და ქარიზმა, ჩათვალეთ, რომ ღვინოების უკიდეგანო ოკეანეში საუკეთესო იპოვეთ. როგორც ამბობენ, რაჭულ ღვინოს სწორედ ეს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. რაჭული რთველი, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თვისების მსგავსად, გვიან იწყება და ასევე გვიან სრულდება, მაგრამ ეს ხავჭკარას სიტკობს გემოს სულაც არ უკარგავს. პირიქით, ამ მიკროკლიმატის ვაზისთვის ეს დრო, ეს ნიადაგი და ეს პერიოდი ყველაზე მთავარი კომპონენტია. დანარჩენი კი უკვე ტექნოლოგიის საქმეა, რომელიც რაჭაში საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს. ჩვენი კორესპონდენტი ხატია იობიძე დაესწრო რთველს, სადაც ღვინის ჭეშმარიტება დრომ გამოსცადა.
