ტექნოლოგიური ფესტივალი
ფემთექ-ფესტის ყოველწლიური ტექნოლოგიური ფესტივალი დაიწყო. მისი მიზანი ქალების ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩართვის ხელშეწყობაა. ფესტივალი „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის პატრონაჟით ტარდება და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატურ მიმართულებას, ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც. ფესტივალი წარმატებული ქალი მომხსენებლების მრავალფეროვნებითაც იქნება გამორჩეული.
