პრეზიდენტის განცხადება
დეპოლარიზაციის მისაღწევ ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეების მეტი ჩართულობა მიაჩნია, განსაკუთრებით კი რეგიონების, სადაც დედაქალაქთან შედარებით პოლარიზაცია ნაკლებად იგრძნობა. ეს განცხადება პრეზიდენტმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, სადაც თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციას პოლონელი, ამერიკელი, კანადელი და სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
