ომბუდსმენობის კანდიდატები
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ერთ-ერთ ფინალურ ეტაპზეა. მომავალ კვირას მოქმედება უკვე საკომიტეტო მოსმენებზე გადაინაცვლებს. 19 კანდიდატი უკვე წარდგენილია, ახლა უკვე კანონმდებლებზეა დამოკიდებული ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი. ამ პროცესების მთავარი ინტრიგა და გამოწვევა ისევ კონსესუსშია, რადგან ახალი ომბუდსმენის დამტკიცებას 90 ხმა სჭირდება. ანუ კანდიდატი ერთნაირად მოსაწონი უნდა იყოს უმრავლესობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. შეძლებს თუ არა საპარლამენტო სპექტრი ევრორეკომენდაციის ფარგლებში პირველი კონსესუსის მიღწევას, თამარ შარიქაძე დაინტერესდა ამ თემით.
