თევზჭერის ფესტივალი
რუსთავში თევზ ჭერის ორ დღიანი ფესტივალი დაიწყო. დღეს და ხვალ ქალაქის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, ოქსიგენ ფიშ ფესტი იმართება. ფესტივალის პირველი დღე მხოლოდ სპორტულ თევზ ჭერას დაეთმო. სპორტსმენები ერთმანეთს თევზჭერის ოთხ სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. ხვალ, კი რუსთავის ტბა მოყვარულ მეთევზეებს უმასპინძლებს.
