„ემეგობრე პოლიციას“
ემეგობრე პოლიციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანია გრძელდება. ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სამინისტროს ყველა დანაყოფი სპეც ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით. მოწყობილია გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის. მოზარდებს საშუალება აქვთ ჩაერთონ იმიტირებულ სამაშველო თუ საგამოძიებო ოპერაციებში. მსურველებს პირადად სამართალდამცველები აწვდიან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
