აბაშობა 2022
აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიას და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია. აბაშის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშავრები. მოეწყო ფოტო გამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები გაიმართება.
