დუშეთობა 2022
დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა მთაბარობა“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. ღონისძიებას მუსიკალურად ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები აფორმებენ. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი, ღამის შოუს ბენდის და ჯგუფი რეგიონის მონაწილეობით. პანდემიის შემდეგ, სახალხო დღესასწაული წელს პირველად აღინიშნება.
